ბულგარეთში საგანგებო ეპიდემიური მდგომარეობა 2021 წლის 31 იანვრამდე გახანგრძლივდა. 2020 წლის 27 ნოემბრიდან 21 დეკემბრამდე, არსებულ შეზღუდვებს დაემატება შემდეგი სახის შეზღუდვები:
🔺შეწყვეტილ იქნება სასწავლო პროცესი სკოლებსა და ბაღებში;
🔺შეიზღუდება კონგრესების, ტიმბილდინგების და კულტურული ღონისძიებების ჩატარება;
🔺თეატრები გააგრძელებენ მუშაობას დარბაზების 30%-ამდე მოცულობის შევსებისა და ეპიდემიური წესების მკაცრი დაცვით;
🔺ზეიმები და მსგავსი სახის ღონისძიებები დაიშვება მხოლოდ არაუმეტეს 15 ადამიანის შეკრების შემთხვევაში;
🔺18 წლამდე ასაკის პირების ინდივიდუალური და ჯგუფური სპორტული შეჯიბრებები აიკრძალება.
🔺18 წელს ზემოთ მყოფი პირების სპორტული შეჯიბრებები კი ჩატარდება მაყურებელთა გარეშე;
🔺დაიხურება ფიტნეს დარბაზები;
🔺დაიხურება კვებითი დაწესებულებები, ბარები. დაიშვება მხოლოდ მიტანის სერვისი.
🔺დაიხურება მოლები და სავაჭრო ცენტრები, გარდა ბანკების, აფთიაქების, ზოო და ოპტიკის მაღაზიებისა და მიწოდების სერვისებისა, რომლებიც მოლების შენობაში მდებარეობენ.
🔺პატარა მაღაზიები გააგრძელებენ მუშაობას დღევანდელი პირობებით;
🔺აიკრძალება ექსკურსიების ჩატარება;
🔺ტაძრები, პარკები და სკვერები დარჩება ღია.
🔺კომენდანტის საათი არ იქნება შემოღებული.