ხვალ 17 ნოემბერს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება რეგიონალური ვორქშოპი თემაზე, "როგორია მოსახლეობის ნდობა მართლმსაჯულების მიმართ".
ვორქშოპი გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების ორგანიზებით გაიმართება და მასში სამხრეთ-კავკასიის არასამთავრობო ორგანიზაციების 25-მდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
ვორქშოპის ფორმატში გაიმართება ასევე დისკუსია, თუ როგორია მოსახლეობის ნდობა მართლმსაჯულების მიმართ საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. G
ორგანიზატორთა განცხადებით, ვორქშოპის მიზანია, შეიქმნას სრული და შეძლებისგადვარად ობიექტური სურათი სამივე სახელმწიფოში მართლმსაჯულებისადმი მოსახლეობის ნდობის შესახებ და განხილულ იქნას შესაძლო ღონისძიებები სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით.