ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სოჭში შეხვდა.
კრემლის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხები, ასევე რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებული მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რეალიზაციის საკითხი.
ბჟანიამ ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში აღმოჩენილი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
"მეგობარი ჭირში იცნობა", - უთხრა ბჟანიამ პუტინს და აფხაზეთში დაპატიჟა.