საქართველოში რომ ჩამოვალ, ორ კანონს გავუწევ ლობირებას, როგორც მოქალაქე: სასამართლოს სრული რეფორმა, და ელექტრონული არჩევნები”, - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ საკაშვილმა ეკა კვესიტაძის გადაცემაში "ღამის მთავარი".
მისი თქმით, სახალხო პროტესტი უნდა გაგრძელდეს და პარალელურად, მოლაპრაკება ივანიშვილის ხელისუფლებასთან შეიძლება იყოს მხოლოდ ხელახალი არჩევნების დანიშვნაზე დროებითი ადმინიტრაციის პირობებში.
"მე არ მინდა არანაირი თანამდებობა, მაგრამ საქართველოში რომ ჩამოვალ, ორ კანონს გავუწევ ლობირებას, როგორც მოქალაქე: სასამართლოს სრული რეფორმა, და ელექტრონული არჩევნები", - განაცხადა სააკაშვილმა.