"საქართველოში არავის, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებსაც კი, არ ეპარებათ ეჭვი, რომ ივანიშვილმა მინიმუმ, 15-20% დაიმატა და მოიპარა ქართველი ხალხის ხმები, - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ საკაშვილმა ეკა კვესიტაძის გადაცემაში "ღამის მთავარი".
მისი თქმით, რა თქმა უნდა, მოლაპარაკება უნდა იყოს, მაგრამ არავის არაფერი არ უნდა შევარჩინოთ.
"საქართველოში არავის, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებსაც კი, არ ეპარებათ ეჭვი, რომ ივანიშვილმა მინიმუმ, 15-20% დაიმატა და მოიპარა ქართველი ხალხის ხმები. ამ ვითარებაში, როცა ყველანაირი მტკიცებულება გვაქვს არჩევნების გაყალბების, რა უნდა ვქნათ? ვუთხრათ დიქტატორს - მოდი, ეს მოპარული გქონდეს, გავაგრძელოთ ცხოვრება ჩვეულებრივად, თუ არ შევარჩინოთ ეს მოპარული ხმები? რა თქმა უნდა, მოლაპარაკება უნდა იყოს, მაგრამ არავის არაფერი არ უნდა შევარჩინოთ", - თქვა სააკაშვილმა.