ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავებული 19 პირიდან 3, მათ შორის საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი კოკა თოფურია გაათავისუფლეს, 2 პირს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს, დანარჩენი 14 პირის სასამართლო პროცესი კი ამ დრომდე გრძელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციის 19 მონაწილე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.
ცესკო-სთან მყოფი დემონსტრანტები თამარ ჟვანიას გადადგომას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვდნენ. მშვიდობიან მომიტინგეებს საარჩევნო კომისიის შენობასთან სპეციალური დანიშნულების მრავალრიცხოვანი რაზმი დახვდა. სამართალდამცველებმა წინასწარი გაფრთხილების გარეშე, მომიტინგეების ნაწილს წყლის ჭავლი მიუშვირეს, რის შედეგადაც აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა.