საქართველო არის საფრთხეში, ერთ მუშტად უნდა შევიკრათ და ვაჩვენოთ მტერს, ვაჩვენოთ მოყვარეს, რომ თავისუფლებას არ დავთმობთ. განაცხადა პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.
"ეს დღეები გაისმის, იმასთან ნუ დადგები, ამასთან ნუ დადგები, ამას ნუ იზამ, იმას ხელი არ ჩამოართვა, იმას არ მიესალმო, დიდი საფრთხის წინაშეა საქართველო და აი, ამ საფრთხეში მომავალს გვართმევენ. ამ საფრთხეში უნდა გადავდოთ აქ მდგომი ვის ვინ გვეხატება გულზე და ვის ვინ არ გვეხატება, ვინ გამარჯობას ვეუბნებით ერთმანეთს, თუ არ ვეუბნებით, ვინ რამდენი პროცენტი აიღო და ვინ რამდენით ნაკლები. საქართველო არის საფრთხეში, ერთხელ და სამუდამოდ ერთ მუშტად უნდა შევიკრათ და ვაჩვენოთ მტერს, ვაჩვენოთ მოყვარეს, რომ ჩვენ თავისუფლებას არ დავთმობთ", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ოპოზიციური პარტიები, მათ მხარდამჭერები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები არჩევნების შედეგებს პროტესტებენ.
შეგახსენებთ, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვა.