"მთავარი არხის" გადაცემაში "დღის სტუმარი", საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილმა გაუგონარი თავხედობა ჩაიდინა და მას ეს არ უნდა შერჩეს.
მისივე თქმით, თავის დროზე, მისი ხელისუფლების შეცდომა იყო, რომ ნანა დევდარიანს, არჩევნების გაყალბებისთვის, სამართლებრივად პასუხისგება არ მოუწია.
"მე ვფიქრობ, ჩვენი შეცდომა იყო მაშინ, რომ დევდარიანმა სამართლებრივად არ აგო პასუხი გაყალბებისთვის. გამყალბებლებმა ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა აგონ პასუხი, რომ ვერავინ ვერასდროს გაბედოს ქართველი ხალხის არჩევანის მოპარვა, რადგან ეს იგივეა, რომ ქურდი შემოვიდეს თქვენს სახლში და წაიღოს ყველაზე ძვირფასი, რაც გაქვს. ივანიშვილი შემოძვრა თქვენს სახლებში, ჩაძვრა თქვენს ჯიბეში და წაიღო მთავარი რამ - საქართველოს მომავალი", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.