"ევროპული საქართველო" საარჩევნო კამპანიას განაგრძობს. კამპანიის ფარგლებში მოქალაქეებმა მიიღეს მოკლე ტექსტური (SMS) შეტყობინება, რომლის მიხედვით, პარტია მოსახლეობას აცნობებს, რომ "ოცნება პირველი ტურის მერე ხალხის ისევ გამოკეტვას აპირებს".
"ოცნება პირველი ტურის მერე ხალხის ისევ გამოკეტვას აპირებს. მოდი არჩევნებზე! მაგრა დავამარცხოთ რომ არ გამოუვიდეთ! შემოხაზე 2", - წერია "ევროპული საქართველოს" მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში.
