რომის პაპმა ფრანცისემ 13 ახალი კარდინალი დაასახელა, რომელთა შორის ერთ-ერთი აფროამერიკელია - 72 წლის უილტონ დანიელ გრეგორი, ვაშინგტონის ოლქის არქიეპისკოპოსი.
დანარჩენი კარდინალები არიან იტალიიდან, მალტიდან, რუანდიდან, შეერთებული შტატებიდან, ფილიპინებიდან, ჩილედან, მექსიკიდან და ბრუნეიდან.
ახალი კარდინალების წარდგენის შესახებ, რომის პაპმა ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე თავმოყრილ მორწმუნეებს განუცხადა.
კარდინალების ოფიციალური წარდგენა 28 ნოემბერს ვატიკანში გაიმართება.
კარდინალი რომის კათოლიკური ეკლესიის ყველაზე მაღალი რანგის სასულიერო პირია, რომის პაპის შემდეგ. სწორედ კარდინალები ირჩევენ რომის პაპს, კონკლავის სახელით ცნობილ საიდუმლო შეხვედრაზე.
ვატიკანის ექსპერტები ამბობენ, რომ ახალი კარდინალების დანიშვნა ხელს შეუწყობს პაპ ფრანცისკის გავლენას სასულიერო პირებზე, რომლებიც ერთ დღესაც მის მემკვიდრეს აირჩევენ.