ვინ ჰკითხავს ინფექციონისტს ოპოზიციის დაგმობას? შენს საქმეს მიხედე, შე უბედურო. მართლა თუ ბრმა არ ხარ, ვერ ხვდები, რომ ქვეყანა თავზე შეიძლება დაგენგრეს? - თქვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ არხთან“ ინტევიუში.
მისი თქმით, ხელისუფლება ამბობდა, რომ მასობრივი შეკრებები არ შეიძლებოდა და , ამ დროს დენდროპარკში ივანიშვილი კრებს, ჩაქვში კრებენ თავის ელიტურ ექიმებს.
"ახლა დაუწყეს ხალხს დაბრალებ, რომ თქვენ თვითონ ხართ უპასუხისმგებლოები, ნიღბებს არ იკეთებთო. მართლა? არაფერ შუაში არ არის ქართველი ხალხი. თქვენ ხართ შუაში, თქვენ ჩაიდინეთ ეს დანაშაულები, თქვენ იტყუებოდით მთელი ეს პერიოდი, თქვენ იყენებდით ორმაგ სტანდარტს, თქვენ შემოიყვანეთ რუსეთიდან ნაცნობ-მეგობრობით და თქვენი სიყვარულით თქვენი მეგობრები. თქვენ გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ ქართველ ხალხს გასჩენოდა სრული ცინიზმი თქვენი რეგულაციების და თქვენი სიცრუის, თქვენი სიყალბის მიმართ. რა შუაშია ხალხი? რა შუაშია აქ ხალხი, საერთოდ?
ამაში თავიდან ბოლომდე დამნაშავეები არიან ის ადამიანები, ვინც შეადგინა ეს ყალბი პროტოკოლები, ვინც ამას იყენებდნენ პოლიტიკაში ტკბობისთვის და, მათ შორის, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდნენ, ოპოზიციას გმობდნენ. ვინ ჰკითხავს ინფექციონისტს ოპოზიციის დაგმობას? შენს საქმეს მიხედე, შე უბედურო. მართლა თუ ბრმა არ ხარ, ვერ ხვდები, რომ ქვეყანა თავზე შეიძლება დაგენგრეს?" -თქვა სააკაშვილმა.