ქუთაისში „ევროპული საქართველოს“ ოფისს აგურები დაუშინეს.
ქუთაისში ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ოთარ კახიძის ცნობით, გუშინ, 12 ოქტომბერს, პარტიის ოფისს აგურები დაუშინეს. ამის შესახებ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი Facebook-ზე წერს და თავდასხმის ამსახველ ვიდეოსაც აქვეყნებს.
"დააზიანეს ბანერი, მინების ჩამსხვრევა ვერ შეძლეს, რადგან ბრონირებული იყო. იმედი მაქვს, პოლიცია დროულად დაადგენს თავდამსხმელის ვინაობას.
პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს იდეებით და პროგრამებით უნდა ეჯიბრებოდნენ და არა აგურებით, ქვებით და მუშტი-კრივით. ეს ძალადობრივი გარემო უნდა შევცვალოთ 31 ოქტომბერს". – წერს კახიძე.