კანის საერთაშორისო კინოსფესიტავალზე, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში, შემცირებულ ფორმატში გაიმართება, მხოლოდ 4 ფილმს აჩვენებენ, მათ შორის არის ქართველი რეჟისორის, დეა კულუმბეგაშვილის "დასაწყისი".
კინოსფესტივალი 27-29 ოქტომბერს გაიმართება.
ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები მხოლოდ იქნება ოთხი კინოსურათი 2020 წლის ოფიციალური პროგრამის 56 ფილმიდან: ემანუელ კურკოლის "ტრიუმფი", ბრუნო პოდალიდესის "ნამდვილი დედები", ნაომი კავესის, "ორი ალფრედი" და დეა კულუმბეგაშვილის "დასაწყისი".
ჟიური, რომლის შემადეგენლობაც ჯერ არ გამოცხადებულა, ოქროს პალმის რტოს გადასცემს მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიაში და პრიზებს Cinéfondation-ის პროგრამაში.
კონკურსისთვის ასევე შერჩეულია ახალგაზრდა რეჟისორების მოკლემეტრაჟიანი ფილმები და სურათები Cinéfondation-ის პროგრამის ფარგლებში.
ფილმი "დასაწყისი" იეჰოვას მოწმეთა თემის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც მძინარე პროვინციულ ქალაქში თავს დაესხმება ექსტრემისტული დაჯგუფება. იანა იეჰოვას მოწმეთა ლიდერის მეუღლეა. მისი ნაცნობი სამყარო ამ კონფლიქტის შუაგულში ნელ-ნელა ინგრევა. იანას შინაგანი უკმაყოფილება იზრდება, მას შემდეგ რაც იგი საკუთარის სურვილების გაანალიზებას იწყებს.
ცოტა ხნის წინ, კულუმბეგაშვილის ფილმმა სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა. მანამდე "დასაწყისი" ტორონტოში კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციაციის ჯილდოს მფლობელი გახდა.
კანის მომდევნო კინოფესტივალი სრულყოფილად 2021 წლის 11-12 მაისს გაიმართება.
კანის ფესტივალი 2020 წლის 12-23 მაისს უნდა გამართულიყო, თუმცა დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე კორონავირუსის პანდემიის გამო გადადეს. კონკურსისთვის შერჩეულ ფილმებს საორგანიზაციო კომიტეტი სხვა ფესტივალებზე აჩვენებს.