კანის 2020 წლის კინოფესტივალი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო, 27-29 ოქტომბერს შემცირებულ ფორმატში გაიმართება. ინფორმაციას ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი ავრცელებს.
ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები მხოლოდ იქნება ოთხი კინოსურათი 2020 წლის ოფიციალური პროგრამის 56 ფილმიდან: ემანუელ კურკოლის "ტრიუმფი", ბრუნო პოდალიდესის "ნამდვილი დედები", ნაომი კავესის, "ორი ალფრედი" და დეა კულუმბეგაშვილის "დასაწყისი".
კონკურსისთვის ასევე შერჩეულია ახალგაზრდა რეჟისორების მოკლემეტრაჟიანი ფილმები და სურათები Cinéfondation-ის პროგრამის ფარგლებში.
ჟიური, რომლის შემადეგენლობაც ჯერ არ გამოცხადებულა, ოქროს პალმის რტოს გადასცემს მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიაში და პრიზებს Cinéfondation-ის პროგრამაში.
კანის მომდევნო კინოფესტივალი სრულყოფილად 2021 წლის 11-12 მაისს გაიმართება.
კანის ფესტივალი 2020 წლის 12-23 მაისს უნდა გამართულიყო, თუმცა დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე კორონავირუსის პანდემიის გამო გადადეს. კონკურსისთვის შერჩეულ ფილმებს საორგანიზაციო კომიტეტი სხვა ფესტივალებზე აჩვენებს.