27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მანუჩარ რობაქიძემ, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა გურამ თურქაძემ, საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმდომარემ, ავიაციის თადარიგის პოლკოვნიკმა გიორგი ლილუაშვილმა აფხაზეთის ომის ვეტერანებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა და ომის ვეტერანებმა აფხაზეთში დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა.