ტელეკომპანია მთავარის დაკვეთით ფრანგულმა კვლევითმა ცენტრმა Ipsos-მა მოსახლეობის წინასაარჩევნო განწყობის კვლევა ჩაატარა.
კითხვაზე, შეიცვლება თუ არა ხელისუფლება 2020 წლის არჩევნების შემდეგ, გამოკითხულთა პასუხები ასეთია:
-
აუცილებლად შეიცვლება – 12%
-
მაღალი ალბათობით, შეიცვლება – 29%
-
სავარაუდოდ, იგივე დარჩება – 28%
-
აუცილებლად იგივე დარჩება – 17%
კითხვაზე, გინდათ თუ არა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლება შეიცვალოს, გამოკითხულთა 57% ამბობს, რომ "მინდა", 26% – "არ მინდა".
მთავარი არხის დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 10-18 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა, ცდომილების ფარგლები კი +/-2,5%-ია.