უშიშროების ყოფილი მინისტრის თამაზ ნინუას მკვლლობის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება რამდენიმე ოფიციალურ ვერსიაზე მუშაობს.
ვერსიები ამ დროისთვის გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ხმაურდება.
არაოფიციალურად რამდენიმე ვერსია დასახელდა, მათ შორის პირადი ანგარიშსწორება, რომლის მიზეზიც შესაძლოა ნინუას ძალოვან უწყებებში, მაღალ თანამდებობებზე მუშაობა ან მისი ბოლოდროინდელი ბიზნესსაქმიანობა ყოფილიყო.
ერთ-ერთ ვერსიად დასახელდა რუსული სპეცსამსახურების ინტერესებიც.
67 წლის თამაზ ნინუა საკუთარ ბინაში ორი დღის წინ, მეუღლესთან ერთად მოკლეს.