პირველ 100 დღეში მე იმდენ კანონპროექტს წარვადგენ, რომელიც საქართველოს პარლამენტარების უმრავლესობას არ წარუდგენია, - განაცხადა დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ანა დოლიძემ "ღამის კურიერის" ეთერში.
"ჩემთვის საინტერესოა, რომ ვიყო ხალხის ხმა პარლამენტში, იმ ხალხისა, რომლის ხმა ახლა არ ისმის. იმ თემებზე საუბარი მინდა, რომ მე მოვახდინო, შევქმნა, შევიტანო საჯარო დისკუსიაში საკანონმდებლო საქმიანობის მეშვეობით. პირველ 100 დღეში მე იმდენ კანონპროექტს წარვადგენ, რომელიც საქართველოს პარლამენტარების უმრავლესობას არ წარუდგენია", - აცხადებს ანა დოლიძე.