თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმე დღის გარდაცვლილია, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა.
რამიშვილის თქმით, ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვას ითხოვს.
„მიცვალებული უნდა გადმოვასვენოთ და ექსპერტიზაზე წავიყვანოთ. ცუდი ფერი აქვს, რამდენიმე დღის გარდაცვლილია. არ ვიცით როგორ აღმოჩნდა უკანა სავარძელზე. ამოღებულია ყველაფერი, აღწერილი აქვს გამოძიებას და ყველაფერს ვნახავთ. რაღაცები არის და დეტალურად გავეცნობი. პროკურორს შევატყობინეთ, რომ დადგენილებაში ჩვენი მხრიდან უნდა იყოს დამოუკიდებელი ექსპერტი“, - განაცხადა რამიშვილმა.
თამარ ბაჩალიაშვილი 17 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან მანქანით გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. მისი კვალი თეთრიწყაროს ერთერთ სოფელში წყდებოდა, სადაც ბოლოს სოფლის მცხოვრებლებმა ნახეს.
ის სამართალდამცველებმა 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის ცხედარა არა სამართალდამცავებმა, არამედ მწყემსმა აღმოაჩინა.
კიდევ ერთი დაუდასტურებელი ვერსიით, შესაძლოა ავტომანქანა, მისი აღმოჩენის ადგილზე, დღეს მიიყვანეს.
21 ივლისს ბაჩალიაშვილის ოჯახმა საპროტესტო აქცია გამართა და პოლიციას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოსთხოვა. სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი 22 ივლისს ჩაერთო.