საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტს პრეზიდენტისთვის ჯერჯერობით არ გადაუცია. როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განმარტავენ, პარალმენტის იურიდიულ დეპარატმენტში მიმდინარეობს უკვე მიღებული კონსტიტუციის ტექსტის საბოლოო დარედაქტირება და ამ პროცესის დასრულების შემდეგ გადაეცემა უკვე პრეზიდენტს ხელმოსაწერად.
თუმცა გადაცემის ზუსტ თარიღს პარლამენტში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ. ამისათვის კი კონსტიტუციით პარლამენტს შეზღუდული ვადა გააჩნია. დღეს მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი 7 დღის ვადაში უნდა გადაეცეს პრეზიდენტს. პრეზიდენტი კი 10 დღის ვადაში ხელს აწერს და აბრუნებს ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს. კონსტიტუციაში გაწერილია აგრეთვე უკან დაბრუნების შემთხვევებიც. თუ პრეზიდენტი დააბრუნებს კანონპროექტს, პარლამენტი კენჭს უყრის პრეზიდენტის შენიშვნებს. შენიშვნების მიღების შემთხვევაში კი ეს კანონპროექტში უნდა აისახოს. თუ პარლამენტმა არ მიიღო პრეზიდენტის შენიშვნები კენჭი ეყრება კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას. იმ შემთხვევაში კი თუ პრეზიდენტმა დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნა კანონი, ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამეტნის თავმჯდომარე. გამოქვეყნებულად ითვლება იმ შემთხევვაში თუ დაიბეჭდება საკანონმდებლო მაცნეში ან გამოქვეყნდება საკანონდებლო მაცნეს ელექტრონულ ვებგვერდზე.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტმა 15 ოქტომბერს 112 ხმით 5-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.