"საქართველოში დაკავებული ებრაელი ბიზნესმენების საქმე ისე გადაწყდება, როგორც ორი მეგობარი ქვეყანა მოილაპარაკებს", - ამის შესახებ საგრეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ასეთ კრიმინალურ ფაქტთან გვიწევს შეხება და მით უმეტეს უცხო ქვეყნის მოქალაქეები როდესაც არიან ჩართულები. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ მეგობარ სახელმწიფო უკვე ვაცნობეთ", - აღნიშნა კალანდაძემ.
მისივე ინფორმაციით, ქართველი სამართალდამცველები საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იცხაკ გერბერგს უკვე შეხვდნენ და ბიზნესმენების დაკავებასთან დაკავშირებით დოკუმანტაცია და მტკიცებულებები გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ 15 ოქტომბერს ქართველმა სამართალდამცავებმა ორი ებრაელი ბიზნესმენი რონი ფუქსი და ფრენკ ზეერი დააკავეს. ორივე მათგანი მაღალი თანამდებობის სახელმწიფო მოხელისთვის ქრთამის მიცემაშია ეჭვმიტანილი.
ქართველმა სამართალდამცავებმა ისინი ბათუმის ელიტარულ რესტორანში, ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილის ერთ-ერთ მოადგილესთან ავთანდილ ხარაიძეთან შეხვედრისას აიყვანეს.
დაკავებულებს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა უკვე შეუფარდა.
ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანია საქართველოს მთავრობას 700 მილიონ აშშ დოლარს სძალავდა. ყველაფერი 1991 წლიდან იწყება, როდესაც კომპანია "ტრამექსმა" საქართველოში ნავთობისა და გაზის უფლების მოპოვების ექსკლუზიური უფლება მიიღო. 1995 წელს მას ეს უფლება ჩამოართვეს და გაზისა და ნავთობის სახელმწიფო კომპანიას გადასცეს. წლების შემდეგ "ტრამექსმა" საქართველოს მთავრობას საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლა და კომპენსაციად 700 მილიონი აშშ დოლარი მოითხოვა.
მას შემდეგ რაც ეს თანხა ვერ მიიღო მთავრობის ერთ-ერთ წარმომადგენელს 7 მილიონი აშშ დოლარის ქრთამის სახით შესთავაზა. ამ თანხის სანაცვლოდ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს მთავრობა უნდა ეიძულებინა, რომ "ტრამექსისათვის" 100 მილიონი დოლარი მაინც გადაეხადა.
ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანია "ტრამექსის" წარმომადგენლები ქრთამის მიცემის ბრალდებით უკვე დააკავეს.
უკვე დაკავებულია ისრაელის ორი მოქალაქე ფრენკ ზეერი და რონი ფუქსი. ისინი კორუფციულ გარიგებაში შედიოდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთან, კონკრეტულად კი ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან ავთანდილ ხარაიძესთან, რომელსაც ქრთამის სახით საქართველოს ინტერესების საზიანოდ სთავაზობდნენ 7 მილიონ აშშ დოლარს.
ამის შესახებ შს სამინისტრო რა თქმა უნდა ინფორმირებული იყო თავად ხარაიძის მიერ. შეხვედრა ხარაიძეს, ფუკსა და ზეერის შორის შედგა გუშინ ბათუმში, სადაც იყო საუბარი იმაზე, რომ ხარაიძეს უნდა აეღო მათგან ქრთამის სახით 7 მილიონი აშშ დოლარი. სწორედ ამ დროს ფუქსი და ზეერი სამართალდამცავებმა დააკავეს.