მიცკევიჩის 18 ნომერში მოხხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.
თამაზ ნინუას და მისი მეუღლის ეთერ ნინუას ცხედრები ამ დრომდე პროზექტურაშია. მათ დამატებითი სასამართლო ექსპერტიზა უტარდებათ. სამართალდამცველები ამ დრომდე მკვლელობის ვერსიებზე არ საუბრობენ და საქმის გამოძიებას განაგრძობენ.
მკვლელობა მიცკევიჩის ქუჩის 18 ნომერში ორი დღის წინ მოხდა. ცხედრები კი გუშინ მოკლულების შვილმა დაახლოებით საღამოს ხუთი საათისთვის აღმოაჩინა.
წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა. უშიშროების ყოფილი მინისტრი თამაზ ნინუა მოკლული სავარძელში ნახეს, მისი მეუღლე ეთერ ნინუა კი - საწოლში. ორივე მათგანს ტყვია შუბლში აქვს მოხვედრილი.