სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ზვიად გაჩეჩილაძე ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) ენერგეტიკული ბაზრებისა და ეკონომიკური რეგულირების კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს.
ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია ევროპის, აზიის, აფრიკისა და ამერიკის ქვეყნების მარეგულირებელ კომისიებს აერთიანებს. ასევე, ორგანიზაციაში გაერთიანებულნი არიან პარტნიორი ორგანიზაციები, მათ შორის ევროპიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრია.