თერჯოლაში, ლესელიძის ქუჩაზე გზის ბეტონით მოწყობა სრული დატვირთვით მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა მოადგილე მანუჩარ რობაქიძესა და მერის წარმომადგენელ გაიოზ მარუაშვილთან დაათვალიერა და პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო.
ქ. თერჯოლაში ლესელიძისა და ჯაბიძის ქუჩების სხვადასხვა მონაკვეთები - საერთო ჯამში 4 კმ-იანი გზა ბეტონით მოეწყობა.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ალპედე" შეასრულებს, რისთვისაც სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან 484 254 ლარი დაიხარჯება.