საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ 14-დღიან კარანტინის გავლა მოუწდევთ, - ამის შესახებ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა გაითვალისწინონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიდგომები საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით.
„ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, შესაბამისად, თითოეული გადაწყვეტილება სწორედ აქედან გამომდინარე მიიღება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოში როგორც ჩვენი მოქალაქეების, ისე ჩვენი ქვეყნის სტუმრების, ჯანმრთელობა მაქსიმალურად იყოს დაცული“, - თქვა ჩიქოვანმა.