თერჯოლის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან პროექტის "მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობის განხორციელებაში" ფარგლებში გაიმართა ტრენინგი თემაზე: მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობის განხორციელებაში-სამოქალაქო ბიუჯეტირება, როგორც მონაწილეობითი დემოკრატიის მოდელი.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე ღია სივრცეში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სადემონსტრაციო ბაზაზე გამართულ ტრენინგს, რომელიც მინი-ლექციას, დისკუსიას, პრაქტიკუმს ითვალისწინებდა, მოადგილეებთან, მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან, საკრებულოს წევრებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
საუბარი შეეხო სამოქალაქო ბიუჯეტირების არსს, მონაწილეობითი ბიუჯეტირების ეტაპებს და ამ კუთხით არსებულ საერთაშორისო და ადგილობრივ პრაქტიკას. მოსახლეობის აქტიურ ჩართვას ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში.
ტრენინგი კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი სოხუმის წარმომადგენლის ემა კამკიასა და თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის ხელმძღვანელ, ფონდის მობილიზატორ რუსუდან კოვზირიძის ჩართულობით გაიმართა.