ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ეხმიანება საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესს და ამ კონტექსტში გიორგი რურუას გათავისუფლების მნიშვნელობაზე საუბრობს.
"საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, როგორც პოლიტიკური სპექტრის, ასევე საზოგადოების ფართო მხარდაჭერა სჭირდება. 8 მარტის შეთანხმების სრულფასოვანი განხორციელება, პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლების ჩათვლით, აუცილებელი ნაბიჯია ცვლილებების მისაღებად და საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად", - წერს ანა ფოტიგა მიკრობლოგ "ტვიტერზე".
ევროპარლამენტარი ფოტიგა გიორგი რურუას საკითხს მანამდეც გამოხმაურებია. ფოტიგა წერდა, რომ გიორგი რურუას წინააღმდეგ ბრალდებები ყალბია და უნდა მოეხსნას.