სამოქალაქო მოძრაობის, "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს", ლიდერი უერთდება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გამოთქმულ პროტესტს.
საიამ პროტესტი 2010 წლის სექტემბერში, ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოქმედებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოთქვა. ბესელია და საია მიიჩნევს რომ, ახალი საპროცესო კოდექსი საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებულ რეჟიმში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით მიერ დადგენილი პრინციპების დარღვევით საპროცესო კოდექსის ცვლილებათა პაკეტის მიიღებით საშუალება წაართვა დაინტერესებულ მხარეებს, გამოეთქვათ და დაეცვათ საკუთარი მოსაზრებები პროექტში განსახორციელებელ ცვლილებები.
"საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები ცალკეული საკითხების დარეგულირებასთან ერთად, აუარესებს ბარლდებულის მდგომარეობას, ასისტებს რა მტკიცების სტანდარტს პირის მსჯავრდებასთან და ცალკეული ხასიათის მტკიცებულებების დასაშვებობასთან დაკავშირებით. განხორციელებული ცვლილებები, ასევე ერთით ამცირებს ნაფიცი მსაჯულების მიერ ვერდიქტის მიღებისათვის აუცილებელი ხმების რაოდენობას, რაც მსჯავრდების სტანდარტს დაბლა სწევს. ცვლილებებს შემოაქვს საპროცესო შეთანხმება განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ, ბრალდებულის ინტერესების სათანადო დაცვის გარეშე" - განაცხადა ბესელიამ.
ბესელიას განმარტებით, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები საქართველოს რეგლამენტით დადგენილი წესების დარღვევით განხორციელდა.
"პარლამენტმა ახალი საპროცესი კოდექსი რეგლამენტის დარღვევით, მხოლოდ მეორე და მესამე მოსმენით მიიღო. რაც ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, აღნიშნული ცვლილების არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველს წარმოადგენს" - აღნიშნავს ბესელია.
მისივე თქმით, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას ან პარლამენტის წევრთა ერთ მეხუთედს, ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმართვის ინიციატივა უნდა გამოიჩინოს საპარლამენტო უმცირესობამ და მოითხოვოს ამ ცვლილებების ანტიკონსტიტუციურად ცნობა.