მიცკევიჩის №18-ში მოკლულია ცოლ-ქმარი - უშიშროების ყოფილი მინისტრი თამაზ ნინუა და მისი მეუღლე. თამაზ ნინუას მინისტრის პოსტი ორი თვით 1992 წლის იანვარ-თებერვალში ეკავა.
ჯერჯერობით გარდაცვლილი ცოლ-ქმარი სახლიდან არ გამოუსვენებიათ. იქ იმყოფებიან შსს-ს თანამშრომლები: კრიმინალისტები და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
შს სამინისტროს თანამშრომლების ინფორმაციით, ცოლ-ქმარი მოკლულია. მეზობლების განცხადებით, მათთვის მკვლელობის დეტალები უცნობია. ერთ-ერთი მეზობლის ინფორმაციით, ცოლ-ქმრის მკვლელობა გუშინ მოხდა. დღეს კი, როდესაც სახლში მივიდნენ მათი შვილები, ცხედრები აღმოაჩინეს.