შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და გურიის სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვედებარებული საქონლის - თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე გამოშვების, შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე დააკავეს შპს "მზე-2009"-ის დირექტორი ოთარ იოსელიანი და რეალიზატორი მალხაზ ხურციძე, რომლებიც ქ. ქუთაისში შპს "მზე-2009"-ის კუთვნილ სიგარეტების საამქროში ამზადებდნენ უფილტრო სიგარეტს "ასრტა-მზე" და მის რეალიზაციას აქციზური მარკების გარეშე ახდენდნენ.
სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად ამოიღეს 40 ათასამდე კოლოფი სარეალიზაციოდ გამზადებული უაქციზო სიგარეტი, დაილუქა საამქრო. უაქციზო სიგარეტების წარმოებითა და რეალიზაციით სახელმწიფო ბიუჯეტმა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიიღო.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-იდან 8 წლამდე.