ყველა უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ შეიცვალა მსოფლიო, შეიცვალა სტანდარტული ცხოვრებისა და ბიზნესის კეთების წესი რომელსაც, თუ გადარჩენა გვინდა, ჩვენვე უნდა მოვერგოთ, ასე აფასებს Discover Georgia-ს დირექტორი ნინა კეკელიძე.
კეკელიძე ამბობს, რომ რეგულაციების შედგენისას მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული კერძო სექტორის მოთხოვნები.
"მსოფლიო კრიზისისა და პანდემიის დროს დამატებით ღირებულებას და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგი და ჩვენს დღევანდელ რთულ რეალობაშიც სწორედ ასე მოხდა: კერძო სექტორის წარმომადგენლები აქტიურად ვიყავით ჩართული სახელმწიფოსთან ერთად ანტი-კრიზისული რეგულაციებისა და სტანდარტების შემუშავების პროცესში.
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ჯანდაცვის წარმომადგენლებთან და ეპიდემიოლოგებთან ერთად მაქსიმალურად გაითვალისწინეს კერძო სექტორის მოთხოვნები, შეეცადნენ კომერციულად გვერდში დადგომოდნენ პანდემიისაგან დაზარალებულ კერძო სექტორს და შესაძლებლობების ფარგლებში 100%-ით მოერგნენ ტურიზმის დარგში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესების სპეციფიკას. ერთი სიტყვით - მთავრობა გვემუშავა ბოლომდე!
ჩვენ ყველა უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს რომ შეიცვალა მსოფლიო, შეიცვალა სტანდარტული ცხოვრებისა და ბიზნესის კეთების წესი რომელსაც, თუ გადარჩენა გვინდა, ჩვენვე უნდა მოვერგოთ.
ტურიზმში შემუშავებული რეგულაციებიდან კი არაფერია იმაზე განსხვავებული რასაც ამ ბოლო 2-3 თვის განმავლობაში ვაკეთებდით: დისტანცია, ჰიგიენა და სოციალური პასუხისმგებლობა.
სწორედ სოციალური პასუხისმგებლობა, ემოციური ინტელექტი და დიდი დოზით შრომისმოყვარეობა გვჭირდება დღეს დიდი დოზით, ისე როგორც არასდროს", - აცხადებს Discover Georgia-ს დირექტორი ნინა კეკელიძე.