ნოტარიუსების ტერიტორიული პრინციპი ისპობა და ისინი გეოგრაფიულ არეალში შეზღუდული არ იქნებიან. ამასთან დაკავშირებით ცვლილებები "ნოტარიუსის შესახებ" საქართველოს კანონში შედის.
როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა ლაშა თორდიამ განაცხადა, ნოტარიუსებისთვის მოქმედების არეალის შეზღუდვა გაზრდის კონკურენტუნარიანობას.
მეორე ცვლილების თანახმად, პირი, სათანადო გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, ავტომატურად ხდება ნოტარიუსი და მას არ დასჭირდება იუსტიციის სამინისტროს ჩარევა. თორდიას თქმით, ამ ცვლილების თანახმად, სახელმწიფოს როლი ნოტარიალური სისტემიდან ამოვარდება.
ინიციატორის განმარტებით, აღნიშნული ცვლილებების საშუალება საქართველოში ერთიანი ელექტრონული ბაზის არსებობამ განაპირობა.
",ნებისმიერი სანოტარო აქტი განთავსებული იქნება ერთიან ელექტრონულ რეესტრში, რაც დოკუმენტების გაყალბებისგან დაცვას გახდის შესაძლებელს", - აღნიშნა თორდიამ.
აღნიშნული კანონპროექტის ავტორები არიან დეპუტატები: პავლე კუბლაშვილი, ლაშა თორდია, კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა.