საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება გაერთიანება მიიჩნევს, რომ მიუხედავად COVID-19 ის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული შედეგებისა, სამედიცინო დაწესებულებები კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდნენ და საჭიროა უფრო მასშტაბური და გრძელვადიანი განვითარების გეგმების დასახვა და აღსრულება.
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის კუთხით ქვეყანას სხვა გამოწვევებიც უდგას, რისთისაც აუცილებელია სახელმწიფოსა და სამედიცინო პროფესიული საზოგადოებების კონსოლიდაცია, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში მოხდეს ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების პერმანენტული გატარება - მასობრივი ტესტირება, კონტაქტების შესწავლა/იზოლაცია. ამავე დროს, უნდა განხორციელდეს უშუალოდ დაავადების ეფექტიანი მართვა და მკურნალობა ყველა დონეზე.
გაერთიანება გამოდის ინიციატივით სახელმწიფოს მიერ მოხდეს კონკრეტული ღონისძიებების გატარება, რაც უშუალოდ აისახება COVID-19 ის წინააღმდეგ მობილიზებული სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერისთვის.
ინიციატივის მიხედვით, სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ითხოვს მოხდეს ყველა სამედიცინო დაწესებულების სრულად აღჭურვა პერსონალური დაცვის საშუალებებით და ყველა პაციენტი უნდა განიხილებოდეს, როგორც პოტენციური COVID-19-ით ინფიცირებული.
გაერთიანება მიმართავს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის საზღვრებს გარეთ, მკურნალობის მეთოდების განხილვა მოხდეს შესაბამის სამედიცინო, პროფესიულ პლატფორმებზე, რადგან ზოგ შემთხვევაში მკურნალობის მეთოდების განხილვები გადაიქცა კონკრეტული ექიმების წინააღმდეგ მიმართულ მიზანმიმართულ კამპანიად. ამისათვის, კი გაერთიანება COVID-19-ის სთავაზობს ონლაინპლატფორმას.
ამავე ინიციატივაში საუბარია, რომ არ უნდა შეფერხდეს ადამიანის სამედიცინო დახმარება, რისთვისაც, პროფესიულ ასოციაციებთან კონსულტაციით, დაუყოვნებლად უნდა მოხდეს COVID-19 პანდემიის დროს პაციენტების მართვის ინსტრუქციების დამტკიცება ე.წ. Guidance და არა Guideline.
გაერთიანება ხელისუფლებას მიმართავს ეპიდემიასთან ბრძოლაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებების ყველა რგოლის სამედიცინო პერსონალისთვის, მათ შორის, კლინიკების ეპიდემიოლოგებისთვის მოხდეს მიზნობრივი დანამატების განსაზღვრა, რომელიც მათი სახელფასო განაკვეთების გაზრდას მოემსახურება. ასევე უნდა განიხილებოდეს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაინფიცირებული ექიმებზე კომპენსაციის გაცემის საკითხები.
ასევე, უნდა განისაზღვროს კომპენსაციები იმ სამედიცინო პერსონალისთვის, რომლებიც COVID-19-ის სამართავად მობილიზებულ სამედიცინო დაწესებულებებში ვეღარ ახერხებენ პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას, რადგან აღნიშნულ კლინიკებში სხვა სერვისების მიწოდება შეჩერებულია.
გაერთიანება მოუწოდებს ხელისუფებას, საკითხების გადაწყვეტა მოხდეს მაქსიმალურად გამჭვირვალედ და სამედიცინო ასოციაციების ჩართულობითა და მონაწილეობით.