საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 131-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში COVID-19-ის 131 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 26 ადამიანი.
ამასთან, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5540 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281.