ხულოში ჩამოწოლილმა მეწყერმა ხიხაძირის ხეობის რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა. მეწყერი ხიხაძირი-თხილვანას დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწვა, რის გამოც გზა სრულად ჩაიხერგა.
მეწყერის შედეგად არავინ დაშავებულა.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის გაწმენდითი სამუშაოები დაწყებულია, თუმცა უცნობია როდის აღდგება საგზაო მოძრაობა. ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს.