კორონავირუსის გავრცელების გამო, უკრაინაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 30 დღით საგანგებო სიტუაციის რეჟიმი გამოცხადდა.
ყველა სამსახური გადადის მუშაობის გამკაცრებულ რეჟიმზე. საგანგებო სიტუაციის რეჟიმის დროს შესაძლოა დაწესდეს კარანტინი, აიკრძალება მასობრივი ღონისძიებები, იზღუდება სამგზავრო ტრანსპორტის მოძრაობა. იკეტება საზღვრები.
აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლოა განხორციელდეს მოსახლეობის ევაკუაცია საგანგებო სიტუაციის ზონიდან.
მანამდე საგანგებო ვითარება მხოლოდ კიევსა და ზოგიერთ სხვა რეგიონზე ვრცელდებოდა.
უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების 113 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 16 ბოლო ერთ დღეში.
გარდაცვლილია სულ ოთხი ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი.