იაპონიაში, საკურას ყვავილობის სეზონი დაიწყო. მიუხედავად ხელისუფლების მოწოდებისა, უარი ეთქვათ საზოგადოებრივი ღონისძიებებში მონაწილეობაზე, ტოკიოს მოსახლეობა ადგილობრივ პარკებში გაეშურა ამ ულამაზესი სანახაობით დასატკბობად.
საკურას ყვავილობის სეზონი იაპონიისთვის მეტად მნიშვნელოვანია, როგორც კულტურული, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.
"იაპონიის ალუბლის ყვავილობის სეზონს ყოველწლიურად ძალიან დიდი ეკონომიკური შედეგები აქვს", - ამბობს კანსაის უნივერსიტეტის პროფესორი კაცუშირო მიამოტო.
მისი თქმით, გასული წლის სეზონზე სანახაობით დასატკბობად ქვეყანაში დაახლოებით 8,5 მლნ ტურისტი ჩამოვიდა, რამაც დაახლოებით 650 მლრდ (6 მლრდ დოლარი) იენი მოუტანა ტურიზმის სექტორს.
როგორც პროფესორი აცხადებს, კორონავირუსით შექმნილი მდგომარეობა ნეგატიურად აისახება იაპონიის ტურიზმზე, თუმცა ყველაფერი ამით არ მთავრდება.
"მე მჯერა, რომ იაპონიაში ალუბლის ყვავილების სეზონი კვლავ გაცოცხლდება", - დასძინა მან.
იაპონური ალუბალი დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ყვავის და მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ სეზონურ დღესასწაულად მიიჩნევა.