უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების მესამე შემთხვევა დაადასტურა.
უწყების ინფორმაციით, გარდაცვლილია ივანო-ფრანკოვსკის ოლქში მცხოვრები ქალი.
უკრაინაში გარდაცვალების პირველი შემთხვევა 13 მარტს დაფიქსირდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა 21 შემთხვევაა დადასტურებული.