იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა რუსეთში.
გასულ 24 საათში რუსეთში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას COVID-19-ის მონიტორინგის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
სულ რუსეთში ოფიციალურად კორონავირუსის 199 შემთხვევაა დადასტურებული.
დღეს, კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა რუსეთში.
კორონავირუსის გავრცელების მონიტორინგის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გარდაცვლილია 79 ქალი, რომელიც მოსკოვის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას.
სამედიცინო პერსონალის განცხადებით, ხანდაზმულ პაციენტს ჰქონდა არაერთი ქრონიკული დაავადება, მათ შორის დიაბეტი, ათეროსკლეროზი და ჰიპერტენზია.