კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა რუსეთში.
კორონავირუსის გავრცელების მონიტორინგის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გარდაცვლილია 79 ქალი, რომელიც მოსკოვის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას.
სამედიცინო პერსონალის განცხადებით, ხანდაზმულ პაციენტს ჰქონდა არაერთი ქრონიკული დაავადება, მათ შორის დიაბეტი, ათეროსკლეროზი და ჰიპერტენზია.
რუსეთში ინფიცირებულთა რადენობამ 147-ს მიაღწია. ხუთი დაავადებული უკვე გამოჯანმრთელდა.