რუსეთში გასულ 24 საათში COVID-19-ით კიდევ 33 ადამიანი დაავადდა.
31 შემთხვევა მოსკოვში გამოვლინდა (მათ შორის ერთი ბავშვია). ერთი ტომსკისა და ერთიც ნოვოსიბირსკის ოლქებში.
კორონავირუსის გავრცელების მონიტორინგის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ყველა ინფიცირებულია ბოლო ორი კვირის განმავლობაში იტალიაში, გერმანიასა და ესპანეთში იმყოფებოდა.
ამგვარად, ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში ინფიცირებულთა რადენობამ 147-ს მიაღწია. ხუთი დაავადებული უკვე გამოჯანმრთელდა.