20 მარტს დაგეგმილი ავიარეისით საქართველოს მოქალაქეებს პარიზიდან თბილისში ჩამოსვლა 849.60 ლარი დაუჯდებათ. ბიზნესკლასით მგზავრობის საფასური კი 2904.20 ლარს შეადგენს.
როგორც საფრანგეთში საქართველოს საელჩო facebook-ის გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 20 მარტს ავიაკომპანიას Georgian Airways-ს დაგეგმილი აქვს ავიარეისის განხორციელება პარიზი-თბილისის მიმართულებით.
ცნობისათვის, აღნიშნული რეისით სარგებლობა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, რადგანაც უცხო ქვეყნების მოქალაქეებისათვის საქართველოში შემოსვლა 18 მარტიდან იზღუდება.