ოთხშაბათს, 18 მარტს, 21 საათზე, მოხალისეთა ინიციატივით, საქართველოს ექიმების გასამხნევებლად მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეები ერთსა და იმავე დროს საკუთარი აივნებიდან და ფანჯრებიდან ტაშს დაუკრავენ.
"ეს არის მადლიერების აქცია, რომელიც მიზნად ისახავს ერთი მხრივ ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერას, მათი შრომის მნიშვნელობის აღირებას, მეორე მხრივ კი აერთიანებს მოქალაქეებს საერთო გამოწვევასთან ბრძოლის გარშემო, სახლიდან გაუსვლელად, ყველა წესის დაცვით.
ექიმების მიმართ მადლიერების გამოხატვის მსგავს ფორმას უკვე მიმართეს ევროპის ქვეყნებში, მათ შორის იტალიასა და ესპანეთში", - ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში.