რუსეთის კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო შტაბის ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 4 შემთხვევა გამოვლინდა.
4 ახალი ინფიცირებულიდან 3 მოსკოვის რეგიონში ცხოვრობს, ხოლო ერთი ტიუმენის ოლქში. ინფიცირებულებს აქვთ მოგზაურობის ისტორია იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და შვეიცარიაში.
პაციენტებთან კონტაქტში მყოფი პირები მეთვლაყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 63 შემთხვევაა დაფიქსირებული.