COVID-19-ის გამო, კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფ პირებს გაცდენილი სამუშაო დღეები სრულად აუნაზღაურდებათ.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ეფექტური ღონისძიებების განხორციელებისთვის, ეპიდემიის გავრცელების აღკვეთის მიზნით, ჯანდაცვის მინისტრის N281/ნ ბრძანებაში ცვლილებები განხორციელდება, კერძოდ, კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფ პირებთან დაკავშირებით, სამინისტრო გასცემს საავადმყოფო ფურცლის (ბიულეტინის) ტოლფას ცნობას, რომლის საფუძველზეც დასაქმებულ ადამიანებს ლეგიტიმურად ჩაეთვლებათ და სრულად აუნაზღაურდებათ კარანტინისა და თვითიზოლაციისას გაცდენილი სამუშაო დღეები.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 148 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 27.