კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა ისლანდიასა და ანდორაში.
ისლანდიამ დაადასტურა კორონავირუსით დაინფიცირების პირველი სამი შემთხვევა.
კვირას, გვიან გამოქვეყნებულ ისლანდიის სამოქალაქო დაცვისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთი პაციენტი კორონავირუსის დიაგნოზი პარასკევს დაუსვეს, ხოლო დანარჩენი ორი დადასტურდა კვირის ბოლოს.
უწყების ცნობით, სამივე პაციენტი იმყოფებოდა ჩრდილოეთ იტალიაში.
კორონავირუსით დაინფცირების პირველი შემთხვევა ასევე დაადასტურა ანდორამ. პაციენტი 20 წლის მამაკაცია, რომელსაც აქვს მსუბუქი სიმპტომები და ის იმყოფებოდა იტალიაში.