ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიგი წერეთელი სამუშაო ვიზიტით ბაქოში იმყოფებოდა სადაც შეხვედრები გამართა ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონდებლო ხელისუფლების ლიდერებთან მომავალ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრისას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა და ხელისუფლების მიერ განხორციელებული ნაბიჯები განიხილეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვადამდელი არჩევნები მნიშვნელოვანი ეტაპია აზერბაიჯანის მომავალი დემოკრატიული განვითარებისათვის, ხდება ძირეული განახლება პარლამენტის შემადგენლობის და მომავალი საკანონდებლო ორგანო ორიენტირებული იქნება ფუნდამენტური რეფორმების განხორციელებაზე. მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე მონაწილეთა უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობაა დარეგისტრირებული , როგორც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიდან, ასევე დამოუკიდებელი კანდიდატები.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აზერბაიჯანის მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან პარტნიორობას და აქტიურად თანამშრომლობს საარჩევნო სადამკვირებლო მისიასთან. გიგი წერეთელის განცხადებით, მაღალი ინტერესია ამ არჩევნების მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრივ, ეუთოს რამოდენიმე ასეული დამკვირვებელი განახორციელებს მონიტორინგს ბაქოსა და რეგიონებში. უკვე არსებობს წინასწარი შეფასების დოკუმენტიც საარჩევნო გარემოს რეგულაციების და ეუთოს რეკომენდაციების გათვალისწინების კუთხით, ამავდროულად, მნიშვნელოვანი იქნება არჩევნების დღის ორგანიზებულად და კანონის მოთხოვნების სრული დაცვით ჩატარება. მისივე თქმით , გამჭვირვალე და კონკურენტული არჩევნები განაპირობებს ნდობას ახლადარჩეული პარლამენტის მიმართ, რაც აუცილებელია რეფორმების ეფექტურად .გატარებისათვის.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა- აზერბაიჯანის ურთიერთობებს და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს.
გიგი წერეთელი შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს ოგტაი ასადოვს და ვიცე- სპიკერ ბაჰარ მურადოვას. ასევე, აზერბაიჯანის მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ლიდერებს, ეუთო/ოდირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს, ელჩ პიტერ ტეილერს.
შეხვედრების მთავარი თემა წინასაარჩევნო გარემო და კამპანიის მიმდინარეობის შეფასება იყო.
9 თებერვალს ვადანდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება რომელიც 125 წევრიან ახალ საკანონდებლო ორგანოს აირჩევს.