"მინდა მადლობა გადავუხადო თურქეთს ვუჰანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციისთვის დანიშნული რეისისთვის. მხარდაჭერის ასეთი გამოხატულება კიდევ ერთხელ ადასტურებს მჭიდრო პარტნიორობასა და სოლიდარობას ორ ქვეყანას შორის", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე წერს.
ქვეყნის მთავარი დიპლომატი იგივე თემასთან დაკავშირებით სოციალური ქსელის დახმარებით ჩინეთსაც მიმართავს და კორონა ვირუსთან ბრძოლაში ქვეყანას მხარდაჭერას უცხადებს.
"კორონა ვირუსის ეპიდემიის აფეთქებასთან დაკავშირებით, გვსურს ჩინეთმა იცოდეს, რომ საქართველო მის გვერდზე დგას და გააგრძელებს მასთან თანამშრომლობას იმისათვის, რომ შეჩერდეს სასიკვდილო ვირუსის გავრცელება. ეს არის მხარდაჭერისა და სოლიდარობის დრო!", - წერს ზალკალიანი.