რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი მედვედევი მმართველი პარტია "ედინაია რასიას" [ერთიანი რუსეთი] თავმჯდომარის თანამდებობას შეინარჩუნებას. განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა ანდრეი ტურჩაკმა.
მისი თქმით, კანონმდებლობაში არ არსებობს შეზღუდვა, რაც მედვედევს, როგორც უშიშროების საბჭოს მდივნის მომავალ მოადგილეს, ხელს შეუშლის იმავდროულად იყოს პარტიის თავმჯდომარე.
მედვედევი "ედინაია რასიას" თავმჯდომარედ თავდაპირველად 2012 წლის 26 მაისს აირჩიეს. 2017 წლის 22 იანვარს იგი ხელახლა იქნა არჩეული ამ პოსტზე.
გუშინ, ოთხშაბათს, 16 იანვარს, მედვედევმა გამოაცხადა მთავრობის სრული შემადგენლობის გადადგომის შესახებ, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის კონსტიტუციაში შესწორებებთან დაკავშირებით ისაუბრა.
პუტინმა, მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე, მადლობა გადაუხადა მათ მუშაობისთვის და ახალი კაბინეტის შექმნამდე, მთავრობის მოვალეობების შესრულება დაავალა. პუტინმა მედვედევს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა შესთავაზა.
უშიშროების საბჭოს რუსეთის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს.
გუშინვე, ვლადიმერ პუტინმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, მიხაილ მიშუსტინი წარადგინა.
ფოტო: AP