რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პრემიერ-მინისტრის პოსტი ფედერალური საგადასახადო სამსახურის უფროსს, მიხაილ მიშუსტინს შესთავაზა.
პუტინმა სამუშაო შეხვედრა უკვე გამართა მიხაილ მიშუსტინთან და მას პრემიერის თანამდებობა შესთავაზა.
თანხმობის მიღების შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა მიშუსტინის კანდიდატურა სახელმწიფო დუმას შესთავაზა.
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა დღეს მთავრობის გადადგომის შესახებ განაცხადა.